ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

ახალი ამბები

 

საკრებულომ დაბა სურამის გენერალური გეგმა დაამტკიცა.
06 აპრ 2021
 

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხაშურის მუნიციპალიტეტის  დაბა სურამის გენერალური გეგმისა და  დაბის ცენტრალური უბნის   განაშენიანების  გეგმა დაამტკიცა.

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დადგენილების პროექტის განხილვას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი ზაალ დუგლაძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გვენცაძე, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ზვიად ქურდაძე. 

სხდომას უძღვებოდა ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი. 

საკრებულოს წევრებს დადგენილების პროექტი წარუდგინა ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის და არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელმა ლია ჯიქურაშვილმა. გენერალური გეგმის პროექტის ავტორმა, შპს „ურბანიკას“ დირექტორმა ირაკლი მურღულიამ მიმოიხილა გენერალურ გეგმაზე მუშაობის ეტაპები და გეგმის ძირითადი კომპონენტები.

დაბა სურამის გენერალური გეგმა გულისხმობს კურორტის ბუნებრივი პირობებისა და მინერალური წყლების გონივრულად გამოყენებას, სურამის საბავშვო კურორტის ფუნქციის აღორძინებას, ადმინისტრაციულ-საზოგადოებრივი ცენტრის კომპლექსურად მოწესრიგებას, დაბის არქიტექტურულ-ესთეტიკური იერ-სახის გაუმჯობესებას, ქაოსური სამშენებლო სამუშაოების წარმოების რისკის შემცირებას, სურამის ციხის, ასევე ებრაელთა უბნისა და სინაგოგის არსებული ტურისტული შესაძლებლობების განვითარებას, სურამის რკინიგზის სადგურის რეკონსტრუქციას, ე. წ. ბრაუნფილდის - არსებული და მიტოვებული სამრეწველო ობიექტების პერსპექტივის განსაზღვრას. 

სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს პარლამენტის წევრი ზაალ დუგლაძე. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს იმ საქმიანობისთვის, რაც ხაშურის მუნიციპალიტეტისა და ზოგადად შიდა ქართლის რეგიონის განვითარებისკენაა მიმართული. „გენერალური გეგმის შემუშავება სურამის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავირიდოთ ქაოტური განვითარება და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ის დიდი პოტენციალი, რაც სურამს გააჩნია“- აღნიშნა ზაალ დუგლაძემ. 

დადგენილებას „ხაშურის მუნიციპალიტეტის  დაბა სურამის გენერალური გეგმისა და  დაბის ცენტრალური უბნის   განაშენიანების  გეგმის დაამტკიცების შესახებ“ საკრებულოს წევრებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 132