ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

განცხადებები

 

წყლის პროექტზე საგრანტო შეთანხმება გაფორმდა.
26 მარ 2021
 

ხაშურისა და მიმდებარე დასახლებების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის დაფინანსების თაობაზე საგრანტო შეთანხმება გაფორმდა

 პროექტი, რომელსაც საფრანგეთის განვითარების სააგენტო, ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა აფინანსებს, ითვალისწინებს - ხაშურისა და მისი მიმდებარე დასახლებების (ზემო და ქვემო ოსიაურის, ცხრამუხას) წყალმომარაგებისა და ხაშურის წყალარინების სისტემის სრულ რეაბილიტაციას.

პროექტის ფარგლებში აშენდება:

170 კმ ახალი წყალმომარაგების ქსელი და რეაბილიტირდება და აშენდება 40 კმ წყალარინების ქსელი, აშენდება წყალმომარგების სათავე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, გადამცემი ხაზები და სადისტრიბუციო ქსელები, ასევე, ჩატარდება ქალაქის საკანალიზაციო ქსელის, მათ შორის კოლექტორების რეკონსტრუქციისა და გაფართოების სამუშაოები

პროექტით გათვალისწინებულია ძველი წყალარინების გამწმენდი ნაგებობის დემონტაჟი, რომლის ნაცვლად აშენდება ახალი ნაგებობა

ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ტენდერის პირველი ეტაპი, კერძოდ, ტენდერში მონაწილეობის მსურველი კომპანიები გამოხატავენ ინტერესს, რის შემდეგაც, მომდევნო ეტაპზე გადასულ კომპანიებს, დაეგზავნებათ მოწვევა ტექნიკური და ფინანსური წინადადებების წარსადგენად

 ხელშკრულება სამშენებლო სამუშაოებზე, სავარაუდოდ, 2021 წლის ბოლოს გაფორმდება და სამუშაოები 5 წელიწადში ეტაბობრივად დასრულდება, შედეგად, ქალაქ ხაშურსა და მიმდებარე დასახლებებში მცხოვრები დაახლოებით 44 000 ადამიანი ისარგებლებს უწყვეტი, ხარისხიანი წყალმომარაგებითა და წყალარინების გამართული სისტემით

#ინფრასტრუქტურა2021

#რეგიონები2021 

 
მიმაგრებული სურათები
 
მნახველთა რაოდენობა: 175
 
 
 
განცხადებები
სექ 23 ოთხ 2020
1016