ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

განცხადებები

 

ხაშურში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები დაიწყო.
17 მარ 2021
 

ხაშურში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები დღეიდან დაიწყო. პირველი, ხაშურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის“ ხელმძღვანელი, ექიმი დავით ჩიქოვანი აიცრა.

დღესვე, მასთან ერთად აიცრნენ სამედიცინო მუშაკები.

როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, სამედიცინო პერსონალის შემდეგ, ვაქცინაციის პროცესში პრიორიტეტული იქნება მოხუცთა თავშესაფრების ხანდაზმული ჯგუფები, მათი მომვლელი პერსონალი, 75 წელს ზემოთ პირები, 65-74 წლამდე პირები, 55-64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადების მქონე 18-54 წლამდე პირები, შემდეგ კი მოხდება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მას სახელმწიფო სრულად აფინანსებს.

 
 
მნახველთა რაოდენობა: 205
 
 
 
განცხადებები
სექ 23 ოთხ 2020
1016