ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

ხაშურის საპატიო მოქალაქეები

2013 წელი

ტოშიო კაიტანი-იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

მეუფე იობი.

2014 წელი

 გოჩა ტყეშელაშვილი- „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი.

გიორგი ლობჟანიძე- პოეტი, მთარგმნელი, აღმოსავლეთმცოდნე,  ფილოლოგი.

2015 წელი

ანდრეი გაზაროვი– უკრაინის მოქალაქე, ბიზნესმენი, ქართველი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობაში, კერძოდ კი, ხაშურისა და ნოვოგრად–ვოლინსკის მეგობრობაში შეტანილი  განსაკუთრებული წვლილისათვის.

ვახტანგ კვინიკაძე– დამსახურებული მწვრთნელი, თავისუფალი სტილით ჭიდაობის სკოლის დამფუძნებელი,  ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონების აღზრდისათვის.

მერი ხარაბაძე– დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და უმწიკვლო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.

2016 წელი

კლარა ელჩიბეგაშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოცენტი, პროფესორი, მრავალი თაობის აღმზრდელი, ღირსების ორდენისა და იაკობ გოგებაშვილის მედლის კავალერი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.  

ნინო გელაშვილი – სამამულო ომის ვეტერანი,  დამსახურებული პედაგოგი, ხანგრძლივი და უმწიკვლო პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.

თენგიზ ოსაძე–ხაშურის „ივერიის“ გუნდის კაპიტანი, ვეტერან სპორტსმენი  ხაშურში ფეხბურთის პოპულარიზაციასა და განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის,

ლევან გვაზავა –  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოცენტი, პროფესორი, მეციერების დამსახურებული მოღვაწე, მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ღირსების ორდენის კავალერი, ჩვენი მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ხანგრძლივი მაღალპროფესიული აკადემიური და სამეცნიერო მოღვაწეობისთვის.

 

2017 წელი

ელზა მენაბდე – დამსახურებული ექიმი, ხაშურის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, რაიონის ქალთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს და ევროპის კარდეოლოგთა ასოციაციის, საქართველოს რესპირატორული ასოციაციის წევრი.

თემურ კობერიძე – საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიანტი, დამსახურებული სპორტსმენი,  მწვრთნელ–მასწავლებებლი, მის მიერ გაწვრთნილი გოგონათა გუნდი მოიპოვა მსოფლიო პირველობის საგზური ჰოლანდიაში გასამგზავრებლად, გახდა საქართველოს ჩემპიონი, ორგზის საქართველოს ჩემპიონი პლაჟის ფეხბურთში.

 რობერტი სუხიაშვილი – ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორი, ხაშურის კულტურის განყოფილების უფროსი, სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი, ხაშურის ბეჭვდითი ორგანოს რედაქტორი, მისი შრომის შედეგად  რაიონის გაზეთი ,,ხაშურის მოამბე’’ მუნიციპალიტეტის ცხოვრების ათწლეულების მემატიანეა.

ივანე (მურად) მთვარელიძე –არის ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველის მოადგილე სამეცნიერო დარგში. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, იაკობ გოგებაშვილის მედლით, დიმიტრი ყიფიანის მედლით. არის ორმოცამდე წიგნის და ორასზე მეტი სამეცნიერო–პოპულარული სტატიის ავტორი,          არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერებათა აკადემიისა და მწერალთა კავშირის წევრი, ასევე სრულიად რუსთაველის საზოგადოების ხაშურის რაიონული ორგანიზაცის თავმჯდომარე.

2018 წელი

გიედრიუს პუოჯუნასი- ხაშურის მუნიციპალიტეტსა და ლიტვის საელჩოს შორის განსაკუთრებით ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, ერთობლივი პროექტების ინიცირებასა და განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

ავთანდილ დვალიშვილს- მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქართული ტრადიციული ვაზისა და მევენახეობა-მეღვინეობის დარგში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამაგალითო მოღვაწეობისთვის.

დიმიტრი ტალახაძეს-ხაშურელ კოლორიტს, ყველასათვის საყვარელ ადამიანს.

2019 წელი

 ლიანა ტატიშვილი-მუსიკოსი.

 ზეინაბ ხმიადაშვილი-ექიმი.

 გიორგი ხაჩიძე-პედაგოგი.