ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. იგი სამი მხრიდან გარშემორტყმულია საშუალო სიმაღლის (900 -1000 მ) მთებით. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კავკასიონის სამხრეთ ფერდობების განშტოება.

დასავლეთიდან-ლიხის, იგივე სურამის ქედის აღმოსავლეთ მთისწინეთი, სამხრეთიდან -თრიალეთის, ანუ მცირე კავკასიონის ჩრდილოეთი ფერდობები, ხოლო აღმოსავლეთით ვრცელდება დოღლაურის ცნობილ ველამდე.

ხაშურის მუნიციპალიტეტი ზღვის დონიდან 690 მეტრზე მდებარეობს. მისი ფართობი 585,2 კმ2 და საქართველოს მთლიანი ფართობის 0,84 %-ს შეადგენს. აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება ქარელის მუნიციპალიტეტი, ჩრდილოეთით საზღვრავს საჩხერის მუნიციპალიტეტი, სამხრეთით და დასავლეთით - ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დასავლეთით კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი.  მუნიციპალიტეტის საზღვრების საერთო სიგრძე 118 კილომეტრია. მანძილი დედაქალაქიდან ხაშურამდე 120 კმ, ხოლო რეგიონული ცენტრიდან 47 კმ. მუნიციპალიტეტში ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. იცის ზომიერად ცივი ზამთარი და თბილი ზაფხული.

რელიეფი თითქმის ერთფეროვანია, მისი ზედაპირის უმეტესი ნაწილი ვაკეებსა და ბორცვებს უჭირავს, მხოლოდ სამხრეთი და დასავლეთი ნაწილია მთიანი. ძირითადი მდინარე მტკვარია, რომელიც ჰკვეთს მუნიციპალიტეტს. მისი შენაკადების ნაწილი თრიალეთის და ლიხის ქედებიდან ჩამოედინება. მცენარეული საფარი მრავალფეროვანია; სტეპურიდან დაწყებული, სუბალპურით დამთავრებული.

მოსახლეობის უმარავლესობა ქართველია.  აგრეთვე ცხოვრობენ სომხები, ებრაელები, რუსები, ოსები, ბერძნები, უკრაინელები.

ხაშურის რაიონის ტერიტორიაზე მდებარე ისტორიული და არქიტექტურული ძეგლებია: სურამის ციხე, წრომის ტაძარი,  სურამის წმინდა გიორგის ტაძარი, კვირაცხოვლის ეკლესია, წაღვლის და წრომის ნასოფლარები და სხვა.