ხაშურის მუნიციპალიტეტი
khashuri Municipality City Hall
(368) 24 15 02
ცხელი ხაზი
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
იწყება წყლისა და წყალარინების სისტემის მშენებლობა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა
ხაშურში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი გაიხსნა

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტი ქორეოგრაფიული ანსამბლების თუ შემოქმედებითი ჯგუფების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ისინი ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ მუნიციპალიტეტში და მის ფარგლებს გარეთ გამართულ ღონისძიებებში. 

 მუნიციპალიტეტში ხშირად იმართება კონცერტები, ფესტივალები, სამეცნიერო კონფერენციები.

განსაკუთრებით მასშტაბური სახე აქვს შემოდგომის ფესტივალს- ხაშური-ოქროს შემოდგომა! ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად,  დაძმობილებული ქალაქებიდან უცხოური დელეგაციები მონაწილეობენ. იმართება გამოფენები, კონცერტები, სპორტული აქტივობები.

ასევე მასშტაბურია საქართველოს დამოუკიდებლობის დღის-26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღის-1 ივნისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, ფოლკლორული ფესტივალი „არტ-გენი.“

მუნიციპალიტეტის მერია  განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოზარდი თაობის სწორად განვითარებას და  საშუალებას აძლევს ა(ა)იპ ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედებით განვითარების ცენტრში სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ ხელოვნების სხვადასხვა დარგებს. აქ ფუნქციონირებს; ხატვის წრე, ვოკალის შემსწავლელი წრე, ხალხური რეწვის წრე, გიტარის წრე, ქართული ცეკვის წრე. ასევე, მკითხველთა კლუბი, ინგლისური ენის წრე, რელიგიის და რაიონის ისტორიული ძეგლების შემსწავლელი წრე, ტექნიკურ მეცნიერებების და ზოგადი უნარების წრე.

 კულტურულ შემეცნებით კერებს წარმოადგენენ მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკები, სადაც დანერგილია მომსახურების ინოვაციური სერვისები, აქაც მოსწავლე ახალგაზრდებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ფუნქციონირებს  კითხვის მოყვარულთა კლუბები, კომპიუტერის შემსწავლელი კურსები, ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები. მშობელთა კლუბები. 

ბიბლიოთეკებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი ლიტერატურა, როგორც მხატვრული, ასევე სამეცნიერო.

კულტურული ცხოვრების მიმართულებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხაშურის და სურამის სამუსიკო სასწავლებლები, სადაც მოსწავლეებს საშუალება აქვთ, სრულიად უსასყიდლოდ დაეუფლონ მუსიკის სხვადასხვა დარგებს.

მუნიციპალიტეტისთვის კულტურის მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენენ ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ქვიშხეთის დიმიტრი ყიფიანის სახლ მუზეუმი, სურამში ლესია უკრაინკას სახლ-მუზეუმი.

მუნიციპალიტეტში დიდი პოპულარობით სარგებლობს თოჯინების თეატრი, სადაც პატარებისთვის ხშირად იმართება საინტერესო წარმოდგენები.